მასთან მშვიდად შეგიძლიათ ისაუბროთ სილამაზეზე და რაც მთვარია ზუსტი ინფომაცია და შეფასება მიიღოთ იმაზე, რაზეც ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ უტყდებით. როცა მამაკაცი აფასებს თქვენს გარეგნობას და მოსწონს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ როცა ქალბატონი გაფასებთ ეს გასათვალისწინებელია, მითუმეტეს ისეთი პროფესიონალისგან როგორიც ნინი ბერიძეა. საოცარი ადამიანი, ჩვენი სტატიის გმირი, რომელსაც ბიზნეს ისტორიის გარდა ცხოვრეისეული ამბავიც ძალიან საინტერესო აქვს.

ნინო ბერიძე — ექიმი-კოსმეტოლოგი, 16წლიანი გამოცდილებით. მყავს მეუღლე და ორი გოგონა . 5წელია გავხსენი ჩემი საოცნებო ესთეტიკის ცენტრი ახლა კი მეორე ფილიალიც მიემატა . ჩემი მიზანია თითოეული პაციენტის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება და გამოკვეთა. ჩემი საქმიანობა ეფუძნება სამედიცინო ცოდნას, პროფესიონალიზმსა და მუდმივ განვითარებას, რადგან მჯერა, რომ ესთეტიკა მხოლოდ გარეგნულზე მეტია — შინაგანი თავდაჯერებულობისა და კეთილდღეობის ნაწილია. ყოველ პაციენტთან ინდივიდუალურად ვმუშაობ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ უსაფრთხოებას, ბუნებრივ შედეგებს და იმ განცდას, რომ ადამიანი საკუთარ სილამაზეს ენდობა პროფესიონალს. მიზნად მაქვს, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ხელი შევუწყო ადამიანებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად გარდაქმნაში — რბილად, ჰარმონიულად და ბუნებრივად.

– ჩემი საქმიანობის მთავარი ძალა ემყარება პროფესიონალიზმის, ზრუნვისა და უწყვეტი განვითარების კომბინაციას. მჯერა, რომ ხარისხიანი ესთეტიკური მომსახურება იქმნება მაშინ, როცა პროფესიული ცოდნა ერთიანდება გულწრფელ დამოკიდებულებასთან და ინდივიდუალურ მიდგომასთან. ჩემი პრინციპია— „ნატურალური შედეგი, მაქსიმალური უსაფრთხოება“, რაც მეხმარება ნდობისა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, სისუფთავესა და კომფორტულ გარემოს, რადგან თითოეული პროცესი ჩემთვის არის არა მხოლოდ პროცედურა, არამედ გამოცდილება, რომელიც უნდა ასახავდეს პროფესიისადმი სიყვარულს და პატივისცემას პაციენტისადმი.

– პაციენტები სხვადასხვაგვარი არსებობს, ისევე, როგორც ადამიანები, ისინი მრავალი ნიშან- თვისებით გამოირჩევიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან მოხვდებიან კოსმეტოლოგიური პროცედურების დროს, ბევრჯერ გვსმენია უკმაყოფილო და ზოგჯერ გამოუსწორებელ შედეგამდე მისული ქალბატონების ჩივილი, ნინო ის პროფესიონალია, რომელიც ამ საქმით ცოცხლობს, ამიტომ მასთან შეუძლებელია რაიმე ლაფსუსიც კი.

– ეს პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ჩემთვის ესთეტიკა მხოლოდ გარეგნულ ცვლილებას არ ნიშნავს — ეს არის შესაძლებლობა, ადამიანს დაუბრუნო თავდაჯერება, შინაგანი სიმშვიდე და საკუთარი თავის სიყვარული. კოსმეტოლოგია აერთიანებს მედიცინის სიზუსტესა და ხელოვნების სენსიტიურობას, რაც ჩემთვის იდეალური კომბინაციაა. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ბედნიერი ვარ მაშინ როცა პაციენტი სარკეში მხოლოდ გარეგნობას კი არა არამედ ბედნიერ სახეს ხედავს. ეს გრძნობაა, რაც ყოველდღიურად მაძლევს მოტივაციას განვითარდე, ვისწავლო და ჩემი ცოდნა სხვების კეთილდღეობად ვაქციო.

– Aesthetic Ni&ji — ეს არის სივრცე, რომელიც შექმნილია ქალებისთვის და არამარტო მათთვის, მამაკაცებიც ხშირად  სტუმრობენ ადგილია სადაც სილამაზე, პროფესიონალიზმი და ზრუნვა ერთ მთლიან ჰარმონიად ერთიანდება. ჩვენ ვთავაზობთ ყველა იმ პროცედურას რომელიც ეხმარება ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებასა და თავდაჯერებულობის გამყარებაში. Aesthetic Ni&ji-ში კეთდება როგორც კანის პრიცედურები ასევე,თმის,ფრჩხილის,ტანის პროცედურები ყველაფერი ერთ სივრცეში.

– მთავარი მისთვის ურთიერთიობაა, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომლებსაც პაციენტებთან ამყარებს და ისინიც ყოველთვის კმაყოფილი ყავს, რადგან ურთიერთმადლიერები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს საოცარი დამოკიდებულება ყველაფერში იგრძნობა. ადრე თუ ეგონა, რომ ერთი გაღიმება არაფერს ნიშნავდა, დღეს დარწმუნებუკლია, რომ გაღიმებით დაწყებული დღე მისთვისაც ნაყოფიერი იქნება და პაციენტისთვისას სასარგებლო.

– მე მჯერა, რომ თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია და იმსახურებს ისეთ მომსახურებას, რომელიც არა მხოლოდ მის გარეგნობას, არამედ შინაგან მდგომარეობასაც აუმჯობესებს. Aesthetic Ni&ji არის ადგილი, სადაც პროფესიული ცოდნა ერწყმის სითბოს, დეტალებზე ზრუნვას და სურვილს, რომ ყოველი მომხმარებელი ცენტრიდან გავიდეს ბედნიერი, მშვიდი და საკუთარი თავით კმაყოფილი.

– სირთულეები ჩემთვის არის შესაძლებლობა, გავზარდო პროფესიონალიზმი და კიდევ უფრო დავასტაბილურო ნდობა ჩემი პაციენტების მხრიდან.ესთეტიკური მედიცინა გამოწვევებითაა სავსე — თითოეული პაციენტი განსხვავებულია, შესაბამისად, თითოეული პროცედურა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, სიზუსტესა და დეტალების განსაკუთრებულ კონტროლს. ზოგჯერ სირთულეები წარმოიშობა კანის სპეციფიკიდან, ალერგიული რეაქციებიდან ან პაციენტის მოლოდინების მორგების აუცილებლობიდან. მათ გადაჭრაში ჩემთვის მთავარია კომუნიკაცია, პროფესიული ცოდნა და ინოვაციური მიდგომები.

– ამაზე უკეთესი ნამდვილად არაფერია, ამიტომ არ უნდა დაკარგოთ დრო და ადრეულ ასაკშივე მიაკითხოთ ისეთ პროფესიონალს, ისეთ ადამიანს, როგორიც ნინო ბერიძეა.

-ამ ბიზნესში მაღალი სტანდარტი ნიშნავს მაქსიმალურ პროფესიონალიზმს, ხარისხიან მომსახურებას და ყოვლისმომცველ ზრუნვას თითოეული მომხმარებელის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პროცედურები ტარდება უსაფრთხოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო მედიკამენტების გამოყენებით, დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით. მაღალი სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ ასპექტებს, არამედ სისუფთავეს, კომფორტულ გარემოს, ინდივიდუალურ მიდგომას და პაციენტთან გულწრფელ, მეგობრულ კომუნიკაციას. Aesthetic Ni&ji-ში ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ, ეფექტურ და გრძელვადიან შედეგებს, რომლის მიღებაც თითოეულ მომხმარებელს უსაფრთხოდ და სიამოვნებით შეუძლია.

-ჩემი გზა ესთეტიკასთან დაიწყო როგორც ჰობი — ინტერესმა და ცნობისმოყვარეობამ კოსმეტოლოგიის მიმართ. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, შევაგროვე გამოცდილება და გავაცნობიერე, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ ჩემი ძლიერი მხარე და პროფესიული მოწოდება იყო. გეგმაზეც კი დაფუძნებული ნაბიჯებით, სიყვარული საქმისადმი და მუდმივი სწავლა მეხმარებოდა ჰობიდან პროფესიულ ბიზნესამდე მისვლაში. ამ პროცესში გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხი, ინდივიდუალური მიდგომა და გარემოს შექმნა. დღეს Aesthetic Ni&ji სწორედ ის სივრცეა, სადაც ჰობი, პროფესიონალიზმი და ზრუნვა ერთიანდება და ქმნის შედეგს, რომელიც აბედნიერებს და აძლიერებს თავდაჯერებულობას.

– ნინოსთან, მიხვდებით ზუსტად რა გსურთ, მიიღებთ თქვენს გარეგნობას ისეთს როგორიცაა და მის დამშვენებას საკუთარი პიროვნების გაგრძელებად აღიქვამთ. ეს ქალებს ხშირად გვაკლია. საკუთარი თავის მიმღეობა. ეს არის ადგილი, სადაც როგორც საუკეთესი მეგობართან ყველაფერზე ისაუბრებთ და ყველა სურვილს ზუსტად გაგიგებენ.

– ჩემთვის წარმატების „ფორმულა“ არსებობს, მაგრამ წარმატება არ მოდის შემთხვევით — იგი ვითარდება ცოდნის, გამოცდილების, მოტივაციისა და გულწრფელი შრომის მეშვეობით. Aesthetic Ni&ji-ში წარმატება ნიშნავს შექმნილ სივრცეს, სადაც თითოეული მომხმარებელი იღებს ბუნებრივ, უსაფრთხო და ეფექტურ შედეგს, ხოლო მე — ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ სიყვარული და პროფესიონალიზმი ქმნიან ნამდვილ შედეგს.

ნინო ბერიძე ესთეტიკის სახლი ნი&ჯის დამფუძნებელი და წამყვანი ექიმ-კოსმეტოლოგი