ონლაინ მაღაზია RetroDine თანადამფუძნებელი ანი იაშვილი
-ხშირად დაობენ საკითხზე, რა ბიზნესი უნდა წამოიწყო რომ რაიმე ახალი თქვა. იმასაც ამბობენ, ოჯახური ბიზნესი სახარბიელოა თუ არა. ამაზე ბევრი რომ არ ვიფიქროთ ერთ საინტერესო წამოწყებას გთავაზობთ, რომელშიც ეს ორივეა გაერთიანებული და ყველა დროსა და ეპოქისთვის საინტერესო შემოთავაზება აქვთ. ონლაინ მაღაზია RetroDine -ის დაფუძნებლები ანი და სოფო იაშვილები იმ შემოთავაზებას აკეთებენ, რაც დღეს ძალიან დაფასდა და სასიანოვნოა , რომ გემოვნებით შერჩეული ნივთები თქვენს ნეისმიერ სივრცეს დაამშვენებს, განუმეორებელ ვინტაჟურ ელფერს შესძენს და გამორჩეულს გახდის.
მომხიბლავი გარემო, საინტერესო საუბრები და ინსპირაციული ურთიერთობები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იდეებზე ერთად მუშაობა ბიზნესის მთავარი საფუძველია.
Retro Dine vintage Tableware
ნივთები შერჩეულია შვეიცარია- საფრანგეთში
მიწოდება მსოფლიო მასშტაბით
– ჩვენი წარმატება იმაშია, რომ დეტალებს ძალიან დიდი ყურადღებითით ვუდგებით. თითოეულ ნივთს ვარჩევთ მაღალი ხარისხის, იშვიათობის და ესთეტიკის მიხედვით და არასდროს ვყიდით იმას, რაც ჩვენს სტანდარტს არ პასუხობს.
მომსახურებაში გამორჩეულები ვართ სისწრაფით,მისაღები ფასებით, პატიოსნებით და ზუსტად მიწოდებული ინფორმაციით — მომხმარებელმა ზუსტად იცის, რას იღებს.
ასევე, მუდმივად ვაკვირდებით ტენდენციებს და ვარჩევთ ისეთ ვინტაჟურ ნივთებს, რომლებიც დღესაც პოპულარულია და ძალიან უხდება თანამედროვე ინტერიერს.
ამ ყველაფერმა ერთად გამოგვიყვანა სანდო, განსხვავებულ და გემოვნებიან კომპანიად.“
-ეს საქმიანობა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვინტაჟურ ნივთებს რაღაც განსაკუთრებული ენერგია და ისტორია აქვს. ორივეს გვიყვარს ძველი, ხარისხიანი ჭურჭელი და იმ ნივთების აღმოჩენა, რომლებსაც დღეს უკვე იშვიათად შეხვდები.
ჩვენს არჩევანს დიდი ინსპირაცია ჰყავს — ჩვენი ბებია, რომელიც ყოველთვის აგროვებდა იშვიათ ნივთებს და გვასწავლიდა მათი მნიშვნელობის, სილამაზის და ისტორიების პატივისცემას.
ამ საქმეში ერთმანეთს ერწყმის გემოვნება, ძებნის პროცესისადმი სიყვარული და ადამიანებისთვის მართლაც ღირებული ნივთების გაზიარება. ჩვენთვის ეს უბრალოდ ბიზნესი არაა — ეს არის ჰობი, რომელიც ნამდვილ საქმედ გადაიქცა.“
-ხშირად , როცა ამა თუ იმ სივრცეში მოვხვდებით, მერწმუნეთ რომ ღირებული ნივთები რომლებსაც ეს მაღაზია გვთავზობს, უფრო თვალშისაცემია და მფლობელის დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს. სად უნდა დავიწყოთ ჩვენი გემოვნების დახვეწა, თუ არა RetroDine-ში. როგორც სოფომ აღნიშნა, ეს უცაბედი, ამ დროის ნაკარნახები ბიზნესი კი არა, ის საქმიანობაა, რომელიც მათ ოჯახში თაობებს გადაეცემა. უბრალოდ ანიმ და სოფომ ოჯახური დახვეწილი გემოვნება, საინტერესო ბიზნესად აქციეს.
-ეს საქმიანობა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვინტაჟურ ნივთებს რაღაც განსაკუთრებული ენერგია და ისტორია აქვს. ორივეს გვიყვარს ძველი, ხარისხიანი ჭურჭელი და იმ ნივთების აღმოჩენა, რომლებსაც დღეს უკვე იშვიათად შეხვდები.
-ჩვენ ვთავაზობთ უნიკალური ვინტაჟური ჭურჭლის ყიდვას ონლაინ. თითოეული ნივთი ხელით შერჩეულია და მაღალი ხარისხისაა.ჩვენ ვზრუნავთ დეტალურ აღწერასა და ფოტოგრაფიაზე, უსაფრთხო შეფუთვაზე, სწრაფ მიწოდებასა და ინდივიდუალურ კომუნიკაციაზე, რათა პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და სანდო იყოს.“
-სრულიად შესაძლებელია არ გიყვარდეს ასეთი ნივთები, მაგრამ შეუძლებელია არ მოგეწონოს ის, რასაც ისტორია აქვს, ამბავი მოყვება, მოგონებებს შლის და ცხოვრებას ალამაზებს. RetroDine- ში მომხმარებელი და ვინტაჟური ნივთების მოყვარული ნახავს ნივთებს, რომლებსაც სიძველესთან ერთად მოაქვს სიახლეები, დაუგეგმავი, სპონტანური მოვლენები, რაც კიდევ უფრო ახალისებს და საინტერესოს ხდის ურთიერთობას.
-ჩვენი მიზანია ადამიანებს მივაწოდოთ სილამაზე და ისტორიით სავსე ნივთები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას გამორჩეულს გახდის. თითოეული ჩვენი ნაბიჯი — შერჩევიდან მიწოდებამდე — სიყვარულით და ყურადღებით კეთდება.
-ყველაზე დიდი სირთულე, ნივთების მოპოვებაა, ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და ფიზიკური ვიზიტები ანტიკვარიატის მაღაზიებში, როგორც შვეიცარიაში ასევე საფრანგეთში. ასევე სირთულეა უსაფრთხო და დროული მიწოდება, რასაც ვგეგმავთ და ვაკონტროლებთ შეფუთვის, ლოჯისტიკისა და კომუნიკაციის საშუალებით, რათა მომხმარებელმა მიიღოს ნივთი მაქსიმალურად იდეალურ დროში და მდგომარეობაში.
– რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული თვისებები და ღირებულებები, რომელსაც ნებისმირი დანახარჯის დროს ვეძებთ, რომლებიც მოგვწონს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი სივრცის გალამაზებისას, როცა თქვენს ოჯახის წევრს, ახლობელს, მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს, სუფრას გაუშლი და თან თითოეული ნივთის ამბით საკეთესო ურთიერთობას დაამყარებთ,
-მაღალი სტანდარტი ამ ბიზნესში ნიშნავს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და მომსახურებას, დეტალებზე ყურადღების მიქცევა, სანდოობა და პროფესიონალიზმი ყოველი ნაბიჯის განმავლობაში. ეს არის გარჩევადი განსხვავება, რაც ჩვენს კლიენტებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.“
-ყველაფერი ჰობიდან დაიწყო – ჩვენ გვიყვარს ეს საქმე და მუდმივად ვიღებდით სიამოვნებას მისი კეთებისას. დროის გასვლასთან ერთად, ხილული გახდა, რომ ჩვენი სიყვარული და მონდომება შეიძლება პროფესიონალურ დონეზე გარდაგვექმნა– ასე გაჩნდა იდეა ჰობი ბიზნესად გვექცია.
– ცხოვრება მრავალფეროვანია და ადამიანს სწორედ რომ მრავალფეროვნად, სხვადასხვა კუთხით უნდა შეეძლოს ხედვა და აზროვნება. თუმცა როცა ერთად ბიზნესს იწყებთ, აუცილებელია ერთნაირი ხედვა და გემოვნება, რა კარგია, რომ ანის და სოფოს ერთნაირი გემოვნება აღმოაჩნდათ. ჩვენდა საბედნიეროდ, ზუსტად იციან, რა შეიძლება მოეწონოს ქართველ მომხმარებელს და რა მოუხდება ჩვენს სივრცეებს, წარმატება ვუსურვოთ და შევიტანოთ ჩვენს ოჯახებში მათი ნივთების ხიბლი.
-წარმატების ერთიანი ფორმულა არ არსებობს. თითოეული ბიზნესი, ადამიანი და სიტუაცია განსხვავებულია. წარმატება ხშირად კომბინაციას წარმოადგენს შრომის, მოთმინებისა, სწორი გადაწყვეტილებებისა და ნიჭის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არც მითია და არც მარტივი რეცეპტი
– ეს უფრო მუდმივი პროცესია, რომელიც სწავლას, შეცდომებსა და გამოცდილებას ეფუძნება.“
რესპოდენტი
ონლაინ მაღაზია RetroDine
თანადამფუძნებელი ანი იაშვილი













