ჩვენთვის 2025 მრავალი გამოწვევისა და განვითარების წელი აღმოჩნდა- იმიტომ რომ წელს დავიბადეთ.
BHG – შეიქმა ყველა იმ საქმიანი ადამიანისა თუ კომპანიის მხარდასაჭერად ვისაც ზუსტად ესმის დღევანდელი ბიზნესმიმდინარეობის მაჯისცემას.
სამი სხვადასხვა ტემპორიტმისა და საქმიანი ქალის გაერთიანებული ძალით შეიქმნა ჰაბი, სადაც ვაგრნობინეთ ბიზნესის მარადიულ სტილი იდეიდან- განხორციელებამდე.
ეს არ არის «სხვა» ბიზნესი. უბრალოდ ჩვენთან ერთად დაიწყეს წევრებმა საქმის კეთება, მთელი თავისი ელეგანტურობითა და ხარისხით.
წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 9 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნეს სექტორისთვის, რომელსაც ჩვენ ფაქტობრივად ოჯახური გარემო შევუქმენით და სიყვარულით დავაკავშირეთ.
საქმისადმი სწორი მიდგომა და ჰაბის ინტერესების გატარება, მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, თუნდაც იღბალი თავზე დაგვებერტყოს, თუ მხოლოდ ბედს მიენდობი, საქმეს და წარმატების განმაპირობებელ სხვა ფაქტორებს
არ გაითვალისწინებ, შეიძლება გამართლება გაელვებას ჰგავდეს და ჩვენი წარმ
ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა.
რა ბარიერების გადალახვა მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად? რა სჭირდებათ? რა არის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი? ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს შეხვედრებზე სხვადასხვა საინტერესო სივრცეში.
ჩვენთვის 2025 მრავალი გამოწვევისა და განვითარების წელი აღმოჩნდა. გაიზარდა, როგორც გუნდის, ისე შესრულებული სამუშაოები მოცულობისა და მასშტაბის თვალსაზრისით, რამაც თავისთავად გამოიწვია ჩვენთან ერთად ბევრი ადამიანის, სტრუქტურული და პროფესიული ზრდაც.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გუნდის ფორმირება, რაც ნებისმიერი წარმატების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. თითოეული წარმატებული ორგანიზაცია დგას სწორ ადამიანებზე, გუნდში ჯანსაღ ურთიერთობებსა და პოზიტიურ სამუშაო გარემოზე.
ნატალია პაჭკორია, მაია ბატკუაშვილი, ნათია ხარბეგაშვილი- საქმიანი და ბიზნესგამოცდილებით ჰაბში აერთიანებენ ყველას ვისაც საქმის კეთება და ამაზე საუბარი სურს, ვინც იცის ბიზნესის ხიბლი, ვინც სწორად აკეთებს არჩევანს.
ამ თემებისთვის ჩვენი Busines Hub Georgia – ელდორადოა. აქ გროტესკი და საქმის რწმენაა მთავარი- ამ სიტყვებით დავიწყე ჩვენი საქმიანობა და გვიხარია რომ 18 საოცარი ივენთის ჩატარება შევძელით და ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით ჩვენს წევრებთან ერთად.
ატებაც დროებითი აღმოჩნდეს.
მაიას რომ უყურებ, ხვდები რამდენად შეგიძლია ენდო და ანდო შენი საქმე. ამიტომ ჩვენი წევრები, მაიასთან ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.
ჩვენი მიდგომები ეფუძნება ევროპულ ღირებულებებსა და თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდებს, სადაც ყველას აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებები თანაბარ, პროფესიულ და გამჭვირვალე გარემოში მიიღება.
ჩვენთვის მთავარი გამოწვევა თავის დამკვიდრება და სრულიად განსხვავებული შეთავაზებებით უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა იყო. 2025 წელს, როდესაც ოპერირება დავიწყეთ, ადგილობრივი ბაზრისთვის სრულიად უცნობი ბრენდი იყო. მაგრამ დამფუძნებლების ბექგრაუნდი დაგვეხმარა ცნობადობის გაზრდაში, ნდობის მოპოვებაში და დამტკიცებაში, რომ შეგვეძლო ზუსტად იმის გაკეთება რასაც ჩვენს წევრებს ვთავაზობდით.
ჩვენ ეს შევძელით სიყვარულით და სწორი დამოკიდებულებებით.
2025 წელს ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რითაც ძალიან ვამაყობთ – ივებთები, მასტერ-კლასები, თემატური შეხვედრები, სახალისო საღამოები და ყველაფერში საქმის უზადო ცოდნის გამოვლინება.
ერთია, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავ, მაგრამ სრულიად განსხვავებული განცდაა, როცა ამას სხვები აღნიშნავენ. ეს არის სიამაყის განსაკუთრებული განცდა, რომელიც გაძლევს მოტივაციას, არ გაჩერდე და მუდმივად განაგრძო განვითარება.
დღევანდელ რეალობაში პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. ბოლო წლებში გარემო და პროცესები იმდენად დინამიკურად იცვლება, რომ ზუსტი პასუხები ხშირად არავის აქვს.
ჩვენს ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სფეროში, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ, გარე ფაქტორები ძირითადად უარყოფით ჭრილში მოქმედებს. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია მკაფიო ხედვა და დეტალურად გაწერილი განვითარების გეგმა მომდევნო წლის პერსპექტივაში, რომელსაც ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მივყვებით.
ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ წინ გამოწვევებით სავსე 2026 წელი გველის. გვინდა ბედნიერება, გაერთიანება და კიდევ ბევრი წევრი ვუსურვოთ ჰაბს.
ჩვენს გუნდს კი ბიზნესის განვითარება.
✦ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!