ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელიო, ხომ გაგიგიათ ეს ცნობილი სიმღერა. ხოდა ჩვენს საუკუნეში ქუთაისი ბიზნეს ჰაბის გახსნის პიონერიც არის რეგიონებს შორის.
✦ BHG თავისი მთავარი მისიის შესრულება სწორედ იმერეთის რეგიონებში დაიწყო. ყოველმხრივ გამორჩეულ ქალაქში.
31 ოქტომბერს იმერეთის რეგიონში გაიმართა პირველი ბიზნეს შეხვედრა DMO Imereti-ის მხარდაჭერით, სადაც ქუთაისის ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჰაბის პრეზენტაცია, საინტერესო სპიკერები და ინსპირაციული საუბრები.
ბიზნეს ჰაბის დამფუძნებლებმა სტუმრებს მასპინძლობა გაუწიეს. დაახვედრეს საიტერესო სპიკერები, გასართობი აქტივობები , საჩუქრები და გათამაშებები ჩატარდა ჰაბის პრეზენტაცია.
საინტერესო იყო ჩართულობით სავსე თემების განხილვა, რომელიც სპიკერებმა წარმოადგინეს.
✦ ნინო პაპაჩაშვილი – ტრანსფორმაციების ეპოქა: გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის.
✦ გიორგი მდივანი – მასტერკლასი: საკომუნიკაციო კამპანიები-კლიენტიდან აღსრულებამდე.
✦ სოფო ქაშაკაშვილი – რითეილ ასოციაციის მისია და მიზანი საქართველოში.
✦ შორენა ხუციშვილი – სამედიცინო ტურიზმი საქართველოში და საზღვარგარეთ.
✦ სნეჟანა დევიატკინა – თანამედროვე ტექნოლოგიები და მიმართულებები ესთეტიკურ მედიცინაში.
✦ განსაკუთრებული მადლობა შეხვედრის სპონსორებსა და მონაწილეებს .
სიმღერითვე თუ დავამთავრებთ, წყალტუბოდან ქუთაისში ქარი რომ დაუბერავს. მთელ საქართველოს მოედევა, ამიტომ…
BHG აგრძელებს საქართველოს რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებას!