ვიკა ზაალიშვილი onmarket.ge-ის დამფუძნებელი
რა უნდა მოვყვეთ ჩვენი ჰაბის ამ წევრზე, რომელიც მართლაც გმირია?
ვერ იქნება ეს სტატია ისეთი, როგორიც სხვების, იმიტომ რიმ გარდა პროფესიული კვალიფიკაციის გაცნობისა ის მრავამხრივად უნდა გაგაცნოთ. შინაგანი ქარიშხალის გამო თუ სიცოცხლის სიყვარულის გამო დღეს ის სხვებს ემსახურება.. ყველასთვის სამაგალითოა, როგორც პროფესიონალი და როგორც ძლიერი ქალი. ვიკა ზაალიშვილი – წაიკითხეთ მისი ამბავი.
– დაგროვილი გამოცდილება, ხალხთან ურთიერთობა – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
სწორედ ჩემი წამოწყებული საქმიანობა გახდა მოტივაცია, ქიმიების და ონკოპაციენტობის დროს, არ შემეწყვიტა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა. ამ პერიოდში გავხდი ონკოსაზოგადოების, ,,ევროპა დონა საქართველოს” წევრი, ხოლო ჩემი კომპანიაonmarket.ge ამ საზოგადოების მხარდამჭერი.
ვცდილობთ ჩვენმა კომპანიამ ბევრ სოციალურ პროექტში მიიღოს მონაწილეობა და ვაკეთოთ რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე.
ასევე ჩვენი კომპანია ,,საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის”მხარდამჭერია. (რომელშიც ერთიანდებიან ომის ვეტერანები, შშმ პირები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცები და ონკოპაციენტები).
ონლაინ მაღაზია onmarket.ge წარმოადგენს შპს „უნიტექის“ საკუთრებას, რომლის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი 2015 წლიდან უწევს ტექნიკურ დახმარებას სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს კომპიუტერულ, საყოფაცხოვრებო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟში.
-რას საქმიანობთ, რა არის თქვენი მიზანი?
ონლაინ მაღაზია onmarket.ge საქართველოს ტექნიკის ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მომხმარებელს პროდუქციის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულ სერვისს სთავაზობს:
- გათბობის გაგრილების და ვენტილაციის სისტემების პროექტირება და მონტაჟი
- კომპიუტერული მოწყობილობების/ქსელის პროექტირება და მონტაჟი
- უსაფრთხოების სისტემების პროექტირება და მონტაჟი
- მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟი
- როგორ ფიქრობთ, რაშია თქვენი კომპანიის/საქმიანობის ის მახასიათებლები, რომლებიც გეხმარებათ წარმატების მიღწევასა და ხარისხიანი მომსახურების შექმნაში?1. საქართველოში ვართ ერთადერთი კომპანია რომელსაც აქვს ეს ზემოთ ჩამოთვილი ყველა მომსახურება ერთად.
2. მომხარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ხარისხიან ტექნიკას (რომელსაც ყავს ავტორიზებული სერვისი და წარმომადგენლობა საქართველოში. - მომხარებელს ვუწევთ კონსულტაციას რომ მან შეარჩიოს ისეთი ტექნიკა რაც მისთვის ყველაზე მეტად გამოსადეგია, დაზოგოს თანხა და დრო.
- კორპორატიული მომხმარებლისთვის. onmarket.ge-ის კორპორატიული შეთავაზება იურიდიული პირებისთვის მოიცავს.
–რას ნიშნავს ამ ბიზნესში მაღალი სტანდარტი?
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ბიზნესის კეთილ ნებას – საკუთარი საქმიანობით არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა მომხარებელზე.
ხარისხიანი ტექნიკასთან ერთად შესთავაზოს სერვისი და გაუწიოს მაქსიმალური კონსულტაცია მომხარებელს (შეეძლოს მოხმარებლის კითხვაზე ყველაფერზე ამომწურავი პასუხის გაცემა)
– გზა – ჰობიდან ბიზნესამდე
აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ 2010 წლიდან ამ სფეროში ვარ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა საქმიანობის სფეროში იმის გარდა რასაც ეხლა ვაკეთე
წარმატების ფორმულა არ არსებობს.
არსებობს მონდომება, საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და ჩემის აზრით ყველაზე მთავარი ხელსაყრელი გარემოება ბიზნესის განივითარებისთვის.
ჩემი საყვარელი საქმე,მე ცხოვრების ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდებოდა.ჩემთვის ეს დიდი თერაპიაა.ადამიანებთან ურთიერთობა,კომუნიკაცია. ამ საქმიანობით თავს ვიღაცეებისთვის საჭირო ადამიანად ვგრძნობ, მაბედნიერებს.
დღეს კი როგორც BHG-ს წევრი , ზუსტად ვიცი რომ გაცილებით მეტ დარგებელს მოვიტა ქართველ მომხმარებელს, რადგან ჰაბოს მოზნები, სწორედ ადამიანებთატ სწორ ურთიერთობაზეა დაფუძნებული.