ზუსტად მინდა გადმოგცეთ როგორია. არა ისე, როგორც ამას გობელენზე, ნახატებსა და ლიტერატურაში წარმოაჩენენ, არამედ ისე, როგორც ეს მართლა ხდება– მისი თავისებური ურთიერთობის მანერით , გამჭრიახობითა და გონიერი სტრატეგიით – თან წარმოდგენა შეგექმებათ და თან გული გაგითბებათ.
ნათია ხარბეგაშვილი- BHG – ერთ-ერთი დამფუძნებელი, კომპანია «ვებლაინი»-ს ხელმძღვანლი. ადამიანი, რომელიც ახლის ძიების დიდოსტატია.
გამუდმებით ვწერთ ქალებზე პოდიუმებიდან, წარმატებულ ქალებზე, ქალებზე წარსულიდან, ქალებზე აქციებიდან, ლამაზ, მოვლილ ან უბრალოდ ქალებზე, მაგრამ იშვიათად თუ შევხვდებით ამბებს ისეთებზე, როგორიც ნათიაა.

ძალიან მინდა ეს სტატია მისი პიროვნების ამსახველი თუ არა, ინტერესის გამომწვევი მაინც იყოს. იმიტომ რომ მრავალმხრივ სამაგალითოა.

ნათია ხარბეგაშვილი- BHG – ერთ-ერთი დამფუძნებელი, კომპანია «ვებლაინი»-ს ხელმძღვანელი.

როგორც ნათია აღნიშნავს, “ვებლაინი” არის სააგენტო, რომელიც სერვისის გარდა, თითოეული პარტნიორისა და მათი ბრენდის მხარდამჭერი ხდება.
WebLine • ვებლაინი– იქ, სადაც იდეები ციფრულ რეალობად გარდაიქმნება!
საკუთარი ნამუშევრისთვის სტრატეგიულად ქმნის აუდიტორიას ისე, რომ ზუსტად იცის თავისი ადგილი.. ბიზნესად საქმის გადაქცევა მისი განსაკუთრებული ხელოვნებაა.
“სოციალური მედია საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ ახალ, არამედ თქვენს მუდმივ მომხმარებლებსაც გაუწიოთ დახმარება, მათთან მუდმივი კომუნიკაცია გქონდეთ და სანდოობა და ერთგულება გაიზარდოს.
სოციალურ ქსელებში აქტიურობა არა მხოლოდ სტრატეგიული უპირატესობაა, არამედ აუცილებლობა, რათა ბრენდი კონკურენტუნარიანი იყოს”.
საკუთარი მოთხოვნების, ღირებულებებისა და რისკისადმი ტოლერანტობის ცოდნა ეხმარება პროფესიონალურად რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება.

სწორედ ასე გახდა ჩვენი ჰაბის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მრავალი იდეის ავტორი.

ნათია უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ სექტემბრიდან და დარწმუნებული ვარ, არავის დატოვებს უკმაყოფილოს. იმიტომ რომ ბუნებით ასეთია. სიტყვის ადამიანი.როგორც პროფესიონალი ხშირად საკუთარ თავს უსვამს შეკითხვებს, რომლის პასუხები სხვებისგან აინტერსებს, მაგრამ როგორც საქმიანი ადამიანი, ცდილობს ამ კითხვებს ჯერ თავად უპასუხოს. არასდროს აკეთებს იმას რაც მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
როგორც თავად ამბობს, სფერო რომელშიც მუშაობს მუდმივად ვითარდება და სიახლეებს არ უნდა ჩამორჩე.

-‘’ ჩვენ არ ვმუშაობთ საერთო სტარტეგიებით და თითოეულ კომპანიას აღვიქვამთ, როგორც საკუთარს. ჩემი გუნდიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ ყველა პარტნიორთან გვაქვს გრძელვადიანი ურთიერთობა და რეალური შედეგები. “

თუკი ამ წერილმა თავის პირველადი საქმე გააკეთა და დაგაინტერესად BHG- ას წევრი თუ გახდებით ვინ შექმნის თქვენთვის და თქვენი კომპანიებისთვის საინტრესო სოციალურ სივრცეს, მაშინ გელით ჩვენ და ნათია- ადამიანი, რომელიც დროსთან ერთად კარგი ცვლილებების მომტანი ადამიანია.