მაია ბატკუაშვილი-რობაქიძე
როდესაც წარმატებულ ადამიანს, ან წარმატებულ ბიზნესს ვხვდებით, ხშირად ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ამ წარმატების უკან იღბალი დგას, რომ ამ ადამიანს უბრალოდ გაუმართლა.
თუ გამართლებას იმას დავარქმევთ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა, შესაძლებლობა მიეცა და ხელიდან არ გაუშვა.
მაია ბატკუაშვილი-რობაქიძე BHG- ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადამიანი, რომელიც ამ ფორმულას ზუსტად ხსნის.
სწორ ადგილას, სწორ დროს აღმოჩნდა და ჩვენთან ერთად გაუმართლა, რომ ამ საქმის საოცარი, შემოქმედებითი აგური , მისთვის დამახასიათებელი ხიბლით დადო.
ხელოვანია და მისი შთაგონების წყარო, მამის მონატრება და მასთან უხილავი კავშირი აღმოჩნდა. შემდგომში კი ნელ-ნელა მის შემოქმედებაში გამოიკვეთა,ვინტაჟური სტილი,რომელიც ძველებური ნივთებიდან წამოსულმა ნოსტალგიურმა ინსპირაციამ გამოიწვია.
სწორედ სიძველისა და სიახლის შერწყმით ახერხებს მიაგნოს და შექმნას რაღაც, რაც განუმეორებელია როგორც ტექნიკურად ისე ემოციურად.
ჰაბისთვის მაიას არსებობა, მზრუნველობისა და სტაბილურობის შეგრძნებაა.
ანდეთ მას თქვენი წარმატება, რომელიც ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის. ვიღაცისთვის ის დიდ ბრუნვასა და მოგებასთან ასოცირდება, ბევრისთვის ცნობადობაა ამის განმაპირობებელი.
საქმისადმი სწორი მიდგომა და ჰაბის ინტერესების გატარება, მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, თუნდაც იღბალი თავზე დაგვებერტყოს, თუ მხოლოდ ბედს მიენდობი, საქმეს და წარმატების განმაპირობებელ სხვა ფაქტორებს არ გაითვალისწინებ, შეიძლება გამართლება გაელვებას ჰგავდეს და ჩვენი წარმატებაც დროებითი აღმოჩნდეს.
მაიას რომ უყურებ, ხვდები რამდენად შეგიძლია ენდო და ანდო შენი საქმე. ამიტომ ჩვენი წევრები, მაიასთან ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.