” ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ვიკავებ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაციის საქმიანობა არ არის რუტინული, არის დინამიური და დაკავშირებული კრეატიულობასთან, სიახლეებთან და უამრავ ახალ ადამიანთან ურთიერთობასთან, ასოციაციაში საქმიანობა დიდ ენერგიას, სტიმულს და მოტივაციას მაძლევს. ვფიქრობ სულ ვხვდები საჭირო დროს, საჭირო ადგილას და მაქვს პოტენციალი, სულ ცოტათი მაინც შევცვალო სამყარო უკეთესობისკენ .”

— სოფო ქაშაკაშვილი

– თანამედროვე ქალი თითქოს უკვე სხვა სამყაროდანაა, რომელსაც წინა საუკუნის საკუთარი თავიც კი ვერ გაუგებს. 21-ე საუკუნემ მას იმდენი ახალი ფუნქცია შესძინა, რომ ზოგჯერ წარმოუდგელიცაა, როგორ ახერხებს ამ ყველაფერს ერთი ადამიანი – ქალი, დედა, მეუღლე, მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, ნაცნობი- საქმიანი, დაკავებული, მმართველი.
ლიდერი, ფუნქციების დამნერგველი და გამანაწილებელი, ჰო, შემსრულებელიც. ძალიან რომ არ დაგაინტრიგოთ, ჩემვის ასეთია სოფო ქაშაკაშვილი – რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი… და კიდევ, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ადამიანი.
– რა ბედნიერებაა როცა ამ სტატუსს ყველაზე ზუსტად და რაც მთავარია თავისუფლად შეესაბამები.

– სანამ ასოციაცია შეიქმნებოდა საინტერესო საქმიანი და ცხოვრებისეული გზა განვლო და ამ ადგილამდე მივიდა, რომელიც ახლა მისი საქმეცაა და ჰობიც.
-რითეილ ასოციაცია აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველაზე მსხვილ ქსელურ მარკეტს. ასოციაცია ოფიციალურად დაფუძვნდა 2020 წელს, რადგან კოვიდ პანდემიის დროს, დადგა ასეთი გაერთიანების აუცილებლობა, როდესაც სპეციალური რეგულაციების დაწესება ართულებდა მომხმარებელების საკვებითა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქციით უზრუნველყოფა.

ქსელურმა მარკეტებმა ამ გამოწვევების დაძლევის, ასევე,სახელმწიფო სტრუქტურებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის მიზნით,დააფუძვნეს რითეილ ასოციაცია, რომელიც უკვე 5 წელია ძალიან აქტიურად საქმიანობს და სულ უფრო და უფრო მეტ პროექტებს ახორციელებს, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ისე, ცნობიერების ამაღლების, რითეილ სექტორის განვითარების, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების მიმართულებით.
– როცა მის საქმიანობაში ზუსტად გაერკვევი და რაც მთავარია პასუხებს მიიღებ იმაზე, რას ნიშნავს დღეს ასოციაიის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის, მიხვდები რა ძალისხმევაა და სწორი ცოდნაა საჭირო იმისთვის რომ ეს საქმე აკეთო, ისე, როგორც სოფო აკეთებს.

უყურებ და ხვდები სამყარისავით ძველი გამოთქმის მნიშვნელობას: ქალის სიძლიერე, ქალშია. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თავს, ყურადღებით გაყევით საკუთარ გზას, თქვენი საქმის კეთილდღეობა თქვენს ხელშია- ამას ის საქმით ამტკიცებს.

რითეილ ასოციაცია

ასოციაციის მიზანია:

• რითეილ სექტორის გაძლიერება,

• ორგანიზებული ბაზრის და მისი საქმიანობის მიმართ სანდოობისა და ცნობიერების გაზრდა,

• ურთიერთკავშირების დამყარება, სექტორის და მისი წევრების პოზიტიური პოზიციონირება საზოგადოებაში,

• ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესების ადვოკატირება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან,

• წევრი კომპანიების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება, გადამზადება, ტრენინგები,ადგილობრივი მეწარმეების განვითარების და საქმიანობის ხელშეწყობა,მდგრადობის დანერგვა და გაძლიერება, მწვანე ინიციატივები.

– რითეილ ასოციაცია – არ არის კონტროლის მექანიზმი, ეს არის სოფოსა და მისი თანამოაზრეების უზარმაზარი ენერგია იმისთვის, რომ სხვები გააძლიერონ.

სოფო არ არის ის ადამიანი, ვინც ძალით შთააგონებს ვინმეს, იყვნენ გაბედულები. ის,  თავისივე სურვილით აძლევს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთ თავში იპოვონ ძალა და ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.  სწორ ბიზნესს  ყოველთვის სჭირდება ოპტიმიზმისა და პროგრესის კულტურა.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ვიკავებ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაციის საქმიანობა

არ არის რუტინული, არის დინამიური და დაკავშირებული კრეატიულობასთან, სიახლეებთან და უამრავ ახალ ადამიანთან ურთიერთობასთან, ასოციაციაში საქმიანობა დიდ ენერგიას, სტიმულს და მოტივაციას მაძლევს.

ვფიქრობ სულ ვხვდები საჭირო დროს, საჭირო ადგილას და მაქვს პოტენციალი, სულ ცოტათი მაინც შევცვალო სამყარო უკეთესობისკენ – აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი, რომელიც უკვე ჩვენი გუნდის წევრიცაა და იმედი გვაწვს ერთად კიდევ უფრო მეტ და სანტერესო საქმეებს გავაკეთებთ.
როგორ ?

GBH – ადამიანური პროგრესით მოითხოვს ცვლილებებისა და ინოვაციებისადმი გახსნილობის კულტურას. რაც ჩვნს რეალობაში იშვიათად ხდება და რასაც ყოველთვის ახლავს ბიზნეს ელიტის დამკვიდრებული წინააღმდეგობა.
წარმატებას ვუსურვებთ სოფოს, როგორ რეითეილ ასოციაცისა და GBH-ის გუნდის წევრს.
ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპებს.აქ ერთიანდება ტრადიციები და პროგრესი.