ეკა შავერდაშვილი
ეს სტატია ერთ უმშვენიერეს ქალბატონს ეძღვნება, თუმცა ვილაპარაკებთ ორი ქალის სახელით. ეს ერთგვარი გასაუბრება იქნება და არა მშრალი ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს და სიკეთეს ასხივებს.
– თქვენი კომპანიის შესახებ გვიამბეთ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ, რა არის თქვენი მიზანი?
-ვარ დაწყებითების, ბუნების, ჩვენი საქართველოსა და გეოგრაფიის პედაგოგი,
ვმუშაობ 153-ე საჯარო სკოლაში. პარალელურად – იტალიური კომპანია CHOGAN-ის
საქართველოს ჯგუფის კონსულტანტი.
Chogan Group SpA ძირითადად დაკავებულია პირადი და სახლის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრის წარმოებითა და დისტრიბუციით, განსაკუთრებული
აქცენტით მაღალი ხარისხის კოსმეტიკასა და სუნამოებზე.
CHOGAN GROUP
2013 წელს კოსმეტიკის სექტორში სპეციალიზირებული ოჯახური ბიზნესის სახით დაარსებული Chogan Group-მა წლების განმავლობაში სწრაფი და მნიშვნელოვანი ზრდა
განიცადა და სტრუქტურირებულ SpA-დ გადაიქცა, მრავალბრენდიან სისტემად.
ის პროდუქციის ხარისხის მსოფლიო სტანდარტების არაერთი, მათ შორის უმნიშვნელოვანელოვანესი ,,ჰასპის“ სერტიფიკატის მფლობელია.
თუმცა ეს ყველაფერი არაფერია, როცა მიხვდები რომ მისი მთავარი რეგალია ადამიანობაა!
დღეს ეს სიტყვა მართლაც ღირსებასავაით სატარებელი გახდა და ისიც ღირსეულად ატარებს.
თანამედროვე ქალი დღეს საზოგადოებაში გადარჩენას, უამრავი საქმის მოსწრებით ცდილობს. ყველაფერში საუკეთესო თუ არა, გამორჩეული მაინც უნდა იყოს.
– როგორ ფიქრობთ, რაშია თქვენი კომპანიის/საქმიანობის ის მახასიათებლები,
რომლებიც წარმატების მიღწევასა და ხარისხიანი მომსახურების შექმნაში?
CHOGAN-ის პროდუქციის ინოვაცია და ხარისხი კომპანიის ფუნდამენტური ძლიერი მხარეა, მაგრამ სწორედ მერიტოკრატიული სისტემა განსაზღვრავდა მის წარმატებას.
კომპანიის ბიზნეს მოდელი მრავალდონიან მარკეტინგზეა დაფუძნებული, რაც წარმატებული არჩევანია და რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა, თავისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში გაენაწილებინა. ამ სტრატეგიამ ასევე Chogan Group-ს საშუალება
მისცა შეექმნა კონსულტანტების ამბიციური და დინამიური ქსელი, რომელიც შედგება
სექტორის 130 000-ზე მეტი პროფესიონალისგან 90 სხვადასხვა ქვეყნიდან.
წარმატებული ქალი
ეკა შავერდაშვილს ბიზნესში ეს დაწესებული ნორმები სულაც არ სჭირდება. თავისთავად ჩანს მისი ინდივიდუალობა და სურვილები…
ძლიერია ქალი,რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს ყველანაირ ცხოვრებისეულ სირთულეს!
ძლიერია ქალი ,ვინც წაქცევის შემდეგ ფეხზე დადგება, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული.
წარმატებული ქალი კი ერთმანეთს იდეალურად უთავსებს ოჯახს,პირად სივრცესა და კარიერას!
წარმატებული ქალი მუდმივად უნდა იღებდეს ახალ ინფორმაციებს და უნდა ეუფლებოდეს ახალ უნარ-ჩვევებს!