Cleaning24: სისუფთავე, როგორც ხელოვნება და 24-საათიანი ზრუნვა თქვენს კომფორტზე.

ხშირად ამბობენ, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ, ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. თუმცა, თანამედროვე რიტმში სისუფთავის იდეალური სტანდარტის შენარჩუნება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ აქ იწყება Cleaning24-ის ისტორია — კომპანიის, რომელმაც დასუფთავება უბრალო რუტინიდან მაღალი ხარისხის სერვისად აქცია.
ექსპერიმენტიდან წარმატებულ ბრენდამდე
ყველაფერი უბრალო ექსპერიმენტით დაიწყო. გზა ჰობიდან ბიზნესამდე არ ყოფილა მარტივი — იყო შეცდომები, გათვლილი თუ გაუთვალისწინებელი ხარჯები და უამრავი გამოწვევა. თუმცა, საქმისადმი სიყვარულმა და ენთუზიაზმმა ყველაფერი გადაწონა. რებრენდინგის შემდეგ კი ბაზარზე გამოჩნდა “Cleaning24”, რომელიც დღეს უკვე ბევრისთვის ნდობასთან ასოცირდება.
“ჩემთვის წარმატების ფორმულა მარტივია: შრომა + ნიჭი + უფლის წყალობა” — ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, თამარი ტყებუჩავა.

პროფესიონალიზმი დეტალებში
Cleaning24 არ არის მხოლოდ დამლაგებელთა ჯგუფი, ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მუშაობს 24/7 რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მთავარი იარაღი ხარისხი და უსაფრთხოებაა:
ტექნიკა: გერმანული ბრენდის, Karcher-ის პროფესიონალური ხაზი.
უსაფრთხოება: მხოლოდ ჰიპოალერგიული და სერტიფიცირებული საწმენდი საშუალებები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.
გამოცდილება: მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევთ ნებისმიერი სირთულის ობიექტს (იქნება ეს კერძო ბინა თუ დიდი კომერციული ფართი) იდეალური სახე მისცენ.
მომსახურების ფართო სპექტრი
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს, რაც ერთ სივრცეში ყველა პრობლემის მოგვარებას ნიშნავს:
რემონტის შემდგომი დალაგება: ყველაზე სტრესული პერიოდის მშვიდად დასრულება.
ქიმწმენდა: რბილი ავეჯის, მატრასებისა და ხალიჩების სიცოცხლის გახანგრძლივება.
ექსტერიერი: მინა-ვიტრაჟების, ფასადების წმენდა და ეზოს მოწესრიგება.
სპეციალიზებული მომსახურება: ფარდების რეცხვა, სამშენებლო ნარჩენების გატანა და საყოფაცხოვრებო საშუალებებით მომარაგება.

რატომ Cleaning24?
ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში, Cleaning24-ის მთავარი უპირატესობა პასუხისმგებლობაა. მომხმარებელი აქ იღებს არა მხოლოდ სუფთა კედლებს, არამედ გარანტიას, რომ მისი ავეჯი, რემონტი და პირადი ნივთები დაცულია. კომპანიისთვის მაღალი სტანდარტი მათ რეპუტაციასთანაა გაიგივებული.
“ხშირად ძალიან შტამბეჭდავია განსხვავება — თუ რა მდგომარეობა იყო ჩვენს მოსვლამდე და როგორ წკრიალებს სივრცე ჩვენი მუშაობის შემდეგ. ბედნიერი მომხმარებლების ემოცია არის ის, რაც გვაძლევს სტიმულს, არ გავჩერდეთ” — აღნიშნავენ კომპანიაში.
თუ ეძებთ გუნდს, რომელიც თქვენს საცხოვრებელს,სამუშაო სოვრცეს ისეთივე მზრუნველობით მოეკიდება, როგორც საკუთარს, თანაც მისაღებ ფასად და გარანტირებული ხარისხით, თქვენი არჩევანი სწორედ Cleaning24 უნდა იყოს.