ნუგზარ გვალია PR-Photo ს დამფუძნებელი/ფოტოგრაფი
რა ხდის ფოტოგრაფს გამორჩეულს თანამედროვე, კონკურენტულ ბაზარზე? ნუგზარ გვალიას პასუხი ერთმნიშვნელოვანია: პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და საქმისადმი უკომპრომისო მიდგომა. PR-Photo-ს დამფუძნებელი უკვე წლებია რეპორტაჟული ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს და მიიჩნევს, რომ ეს სფერო მუდმივ მზადყოფნასა და განვითარებას მოითხოვს.
ჩვენს ინტერვიუში რესპონდენტი გვიზიარებს გამოცდილებას პირველი კომერციული შეკვეთიდან დღემდე, საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც დღეს ინდუსტრიაში არსებობს და განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ფოტოგრაფისთვის „ოპერატორული თვალი“ და დამკვეთთან პირადი ნდობის მოპოვება.
– ჩემი მიზანია ბევრი სასიხარულო წუთების აღბეჭვდა. გამოცდილება და საქმის უზომო სიყვარული ამაში ძალიან მეხმარება.
ფოტოგრაფია ხელოსნობიდან ხელოვნებამდე აყვანილი პროგრესიაა, რომელიც დღეს ძალიან პოპულარული გახდა, მისთვისაც ეს თავიდან ჰობი იყო, რომელიც საქმეში გადაიზარდა.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ ?
უფრო, რეპორტაჟილ ფოტოგრაფიას.
– თუ ფოტოგრაფს რეპორტაჟი უყვარს ე.ი. მას კარგი ოპერატორული თვალი აქვს, ეს კი ორმაგად მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში.
რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თქვენზე?
ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი და დაუზარელი. არასდროს ვაგვიანებ გადაღებული მასალის ჩაბარებას და ყოვეთვის ვიცავ პრივატულობას, ანუ ფოტოები დამკვეთის გარდა არავის ეგზავნება.
-რა სირთულეებია ამ საქმოანობაში და როგორ დაიძლევა?
ძალიან ბევრი ფოტოგრაფია, რომლებიც ბევრ შემთხვევაში უხარისხო სურათებს აბარებენ დამკვეთს, რაც ჩრდილს აყენებს ზოგადად ფოტოგრაფიას და ფოტოგრაფებს.
გადაღებაზე თავის დროზე გამოცხადება, ყველა აპარატურა გამზადებული და შემოწმებული, გადაღებისას იყოს მობილიზებული, დათქმულ დროს მასალის ჩაბარება.
გზა – ჰობიდან ბიზნესამდე
3 წელი… აპარატის ყიდვიდან 3 წელში პირველი კომერციული შეკვეთა მივიღე. ეს იყო ნაბიჯი რომლის გადადგმაც თან მინდოდა თან არა. საერთო ჯამში 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილების სისწორეში ახლა ძალიან ვამაყობ.
– საამაყო ნამდვილად აქვს, დღეს, როცა ფოტოგრაფების «ცვენაა» ნუგზარ გვალია ის პროფესიონალი გამოდგა, რომელიც ზუსტად ხვდება ამ პროფესიის არსს, მას უყვარს თავისი საქმე, მას უყვარს ის სიტუაციები, სადაც ფოტოაპარატი მთავარი გმირი ხდება, თავად კი მეორე პლანზე გადადის.. მაშინ ხვდება ამ პროფესიის ხიბლს და რწმუნდება, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
არსებოს თუ არა წარმატების ფორმულა, თუ ეს მხოლოდ მითია?
არსებობს… აუცილებელია პროფესიონალურად მიუდგე ამ საკითხს და წარმატება აუცილებლად მოვა. ფოტოგრაფია ვერ და არ ცნობს სიზარმაცეს, თავის დაზოგვას და ერთფეროვნებას. მუდამ წინ უნდა იყურო, ბევრი უნდა იმუშავო/გადაიღო და უნდა განვითარდე.
ნუგზარ გვალია PR-Photo-ს დამფუძნებელი/ფოტოგრაფი