ღვინის ლაბორატორიის დირექტორი- თითქოს მამაკაცი უნდა იყოს, მაგრამ არა, ამ საოცარი საქმის მთავარი გმირი, ისევე როგორც ჩვენი სტატიის ქალბატონი გახლავთ. მასზე საუბარი, ისევე როგორც ღვინოზე, დაუსრულებლად შეიძლება. მაგრამ ერთ გვერდში უნდა ჩავეტიო და ეს ძალიან გამიჭირდება, თუმცა შევეცდები. თუ ღვინო ჩვენი იდენტობისა და ქვეყნის სიმბოლოა, თინა ჯაჯანიძე ჩვენის ჰაბის სიმბოლოა. როცა ის ჩვენთანაა, განწყობასა და სუფრის არსს სულ სხვა ეშხი აქვს. თინათინ ჯაჯანიძე- პროფესიით ქიმიკოსი, დეგუსტატორი. 2006 წლიდან მუშაობს ღვინის ლაბორატორიაში ჯერ ექსპერტ სპეციალისტად, 2021 წლიდან კი ამავე ლაბორატორიის დირექტორად.

პარალელურად ატარებს ტრენინგებს როგორც პროფესიონალების, ასევე მოყვარულთათვის. მთავარი მისთვის ურთიერთიობაა, კეთილგანწყობილი ურთიერთიობა, რომლებსაც თითოეულ ადამიანთან ამყარებს და ისინიც ყოველთვის კმაყოფილი ყავს, რადგან ურთიერთმადლიერები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს საოცარი დამოკიდებულება ყველაფერში იგრძნობა. თუ ვინმეს ჰგონია რომ ღვინით ხელში ერთი გაღიმება და მისი საოცარი საუბარი ამ სასმელის შინაარსზე მოსაწყენია, მასთან ურთიერთობით დარწმუნდება, რომ ასე დაწყებული ჩვენი შეხვედრები, სასიამოვნო თრობის ტოლფასია. . თინა, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრია მისი დაარსების დღიდან. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის დირექტორი. ახლახანს საგანმანათლებლო ჰაბი ” ოენო “ს ერთ – ერთი დამფუძნებელი გახდა.

– ღვინო ადამიანივით მრავალფერივანი და სხვადასხვა ხასიათისაა. მრავალი ნიშან- თვისებით გამოირჩევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან მოხვდება. როცა თინა ჯაჯანიძეს საუბარს ისმენ, ხვდები რომ ეს დალოცვილი მცენარე, რომლიც ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ადამიანებს მეგზურობას უწევდა, ისეთივე ცოცხალია, როგორც ის ადამიანი რომელიც მას შესვამს. მას საოცარი უნარი აქვს, ღვინო სადღეგრძელოების გარეშე, გრძნობების და ადამიანისადმი დამოკიდებულების, სიყვარულის აღიარების, ერთგულების, მეგობრობის, პატივისცემის, ხსოვნის გადმოსაცემად გამოიყენოს … რა კარგია რომ თინა ჯაჯანიძე ჩვენს გვერდითაა! რა კარგია, რომ ის ჩვენი ჰაბის წევრია! სადღეგრძელოს მაინც ვერ ავცდით.