BHG – ერთ-ერთი დამფუძნებელი

ნატალია პაჭკორია

ყოველ დროსა და ეპოქაში არსებობდნენ ასეთი ადამიანები- ცნობისმოყვარე რომანტიკულები, პროგრესულად მოაზროვნე მოკავშირეები, საქმიანი ოპტიმისტები. თუმცა… ყოველ დროსა და ეპოქაში არ არსებოდნენ ასეთი ქალები.

BHG –ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატალია პაჭკორია აცხადებს რომ -სწორ ბიზნესს ყოველთვის სჭირდება ოპტიმიზმისა და პროგრესის კულტურა. ქალურობა ამ საქმეში არა მარტო ფიზიკური განსაკუთრებულობაა, არამედ შინაგანი სამყარო, მისი ემოციები, ოცნებები და ამბიციები.

მრავალმხრივია მისი გზა BHG-ას შექმნამდე. ფილოლოგი, სცენარისტი, წლების განმავლობაში საქართველოს ტელე და რადიო სივრცეებში მრავალი გადაცემის, ავტორი, პროდიუსერი, რედაქტორი, წამყვანი. მრავალი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი.

✦ დღეს კი მისი და მისი თანამოაზრეების მიერ ჩამოყალიბებული ბიზნეს ჰაბი პროგრესის წინაპირობაა. პროგრესი მოითხოვს ცვლილებებისა და ინოვაციებისადმი გახსნილობის კულტურას.რაც ჩვნს რეალობაში იშვიათად ხდება და რასაც ყოველთვის ახლავს ბიზნეს ელიტის დამკვიდრებული წინააღმდეგობა. ის ამსხვრეს სტერეოტიპებს. ის სათავშე ჩაუდგა ბიზნესის ახალი კულტირის ჩამოყალიბებას, სადაც ერთიანდება ტრადიციები და პროგრესი.

– მე ქალი ვარ და ყიველთვის მაქვს ძალა, არჩევანი გავაკეთო იმათ სასარგებლოდ ვინც ჩვენს ქვეყანაში მართლაც ბიზნესს ქმნის. დავეხმარო, გვერდში დავუდგე და ერთად სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ჩვენთან ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ ახალ იდეებს, ეცნობიან ერთმანეთს და როცა საქმეს თავად ხსნი სხვებისთვის გასაგებ ენაზე, დასაშვები ხდება ინტელექტუალური და ეკონომიკური თავისუფლება..

ვთვლი რომ ჩემი ნამდვილი ღირსება სწორი ადამიანების არჩევაა ცხოვრებასა და საქმეში, ამას ყველას ვუსურვებ. მართლაც ყველა დროსა და ეპოქაში ასეთი ადამიანების გვერდში დგომით ახერხებ უზარმაზარი ბარიერების გადალახვას არადა ბარიერები სულ არსებობს, ეს ხომ ცხოვრების კანონზომიერებაა .. ბიზნესისაც. ის ხომ ჩვენი განუყიფელი ნაწილია.

ნატალია ყველა პროექრტში, რომელსაც უძღვებიდა და უძღვება, ინივაციას აფასებს, თავუსებური შარმით წარმოადგენს არა მარტი თავის, არამედ გუნდის წევრების საქმიანობას. თუ თვლით რიმ გამბედაობა არ გაქვთ დეკლარირებისთვის, ეს საქმე მას მიანდეთ და მალე მიხვდებით რომ სწორ ადგილზე მოხვდით.
ალბათ მისი მთავარი ხიბლი ყველა ადამიანში და ყოველ მოვლენაში პოზიტივის ძიებაა. თითქოს გაცვდა ეს სიტყვა ამ ბოლო დროს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შეგიძლია ადამიანი ამ სიტყვით ზუსტად დაახასიათო.

თავისუფლება ჩანს მის ყველა ქმედებაში- პირველ რიგში არჩევანის თავისუფლება, მრავალფეროვანი პროფესიების ძიებაში, გატაცებებში, მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების არჩევაში. ცხოვრებას ისე «თამაშობს» როგორც მას მოსწონს, სტერეოტიპებისა და საზოგადიებრივი მოლოდინების გარეშე.
– მიზნის მისაღწევად ინდა გავაკეთო რაღაც განსხვავებული იმისგან, რასაც ვაკეთებდი გუშინ. რაც მთავარია, ამ საუკუნეში, ყოველი დღის დაფასებით, ყველაფერი უნდა გავაკეთო უფრო სწრაფად და უკეთესად. ამას მოითხოვს ჩვენი დრო, დრო რომელშიც ვცხოვრობ, დრო, რომელშიც შევქმენით – BHG ✦