ვანილის სახლი / Cafe Vanilla House
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უამრავი რამ იცვლება — გარემო, მეგობრები, საცხოვრებელი — შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ვიცვლებით ჩვენც და გვეცვლება დამოკიდებულებები. უცნაურია, თუმცა, ლოგიკურია, რომ თქვენ აღარ ხართ ის პიროვნება, რომელიც ორიოდე წამის წინ იყავით, სანამ ამ სტატიის კითხვას დაიწყებდით. იგი წარსულში დარჩა, თქვენ კი ახლა და აქ კითხულობთ ამ სიტყვებს. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ სამუდამო არაფერია, მათ შორის — არც ჩვენი შეხედულებები.
ვანილის სახლი / Cafe Vanilla House
სხვადასხვა პროფესიულ სფეროში არაერთი ადამიანი მოიძებნება, რომელმაც კარიერის ერთ ან მეტ ეტაპზე მისი შეცვლა გადაწყვიტა. ხშირად ეს გადაწყვეტილება რისკსაც უკავშირდებოდა, თუმცა, შედეგი მათთვის სასურველი აღმოჩნდა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევებში მიზანმა საშუალება გაამართლა. თავად დიანა აგისხსნით თუ რატომ-
– ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ვართ, მაგრამ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მრავლად გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც ხშირად გვსტუმრობს. ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალი სტანდარტი, აქ კი მნიშვნელოვანია მომხმარებლის მომსახურების დონე, პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, მენიუს გამორჩეული გემოვნური თვისებები, კომფორტული და უზადო ინტერიერი, სისუფთავე, HACCP-ის სტანდარტები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ… მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს თანამშრომლებისთვის და ვზრუნავთ მათ განვითარებაზე.
-აქ სტუმრებს ვუმასპინძლდებით საუზმის მრავალფეროვანი არჩევანით, ჩვენთან ცხვება საოცრად გემრიელი კრუასანები და დესერტები, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა! გვაქვს უგემრიელესი და ჯანსაღი სენდვიჩების, ვრაპების, სალათებისა და ბურგერების დიდი არჩევანი, გათვალისწინებულია ჯანსაღი კვებისა და ვეგეტარიანული მენიუს მოთხოვნაც. გვაქვს ე.წ „თან წაიღე“ და გამოძახების სერვისიც. საღამოს კი როგორც ღია ტერასაზე, ისე შიდა მყუდრო სივრცეშიც სტუმრებს ვთავაზობთ გამორჩეულ და უგემრიელეს კერძებს. კაფეს ჰყავს ცნობილი შეფი – ირაკლი მაკასარაშვილი, რომელიც მაყურებელს “მასტერშეფიდან” ახსოვს. სწორედ მისი ხელწერაა “ვანილის სახლის” კერძების გემოსა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი. ბარშიც სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს: გემრიელი ყავის ნაირსახებობები, ახლადგამოწურული ფრეშები, სმუზები, სახლური ლიმონათები, უგემრიელესი კოქტეილები და დესერტები.
-სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ვინც ერთხელ გვსტუმრობს, ბრუნდება არაერთხელ და ხდება ჩვენი ერთგული სტუმარი. ძალიან მოსწონთ ჩვენი მენიუ, განსხვავებული და ჯანსაღი გემოები. გარდა ამისა, კაფეში გვაქვს დამტენებით უზრუნვალყოფილი ცალკე სივრცე ლეპტოპებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის, ცალკე სივრცე შეხვედრებისთვის და გემრიელი შესვენებებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვის დაწყება გვიანი არასდროსაა, სწორ ადგილას და სწორ დროს მოხვედრა ბევრს ნიშნავს. ეს დროის და სხვა მატერიალურ რესურსთან ერთად ენერგიასაც დაგაზოგვინებთ. თუმცა რა იქნება დიანას საქმიანობის მომავალი ალბათ სტუმრებს ყოველთვის აინტერესებთ.
-მომავალში “ვანილის სახლი” მენიუს გაფართოებასა და ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს. სირთულეები და გამოწვევები ბევრია, გზადაგზა ბევრსაც გავუმკლავდით. მთავარია ბოლომდე გჯეროდეს, და შრომა ყველაფერს გამოიყვანს. მთავარი მონდომებაა! და არ დანებება! სწორედ ესაა წარმატების ფორმულაც!
-გვინდა კიდევ მეტი ადამიანის გული დავიპყროთ ისეთი სივრცეების შექმნით, სადაც გემრიელი მენიუ და მყუდრო ატმოსფერო ერთიანობაში იქნება.
ჩვენ კი გისურვებთ, ასე არასოდეს დანებდეთ! შეუძლებელი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის სხვას ჯერ არ გაუკეთებია.
✦ კაფე „ვანილის სახლი“ რესპოდენტი: დიანა ველენგურსკაია,დამფუძნებელი.