ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია თავისი ისტორიის ისე მოყოლა, რომ ადამიანების გული დაიპყროს. ბიზნესის თხრობის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მისაღებად ეს ინტერვიუც გამოდგება. ინტერვიუ, ეკატერინე ზერაგიასთან, რომელიც  “ხეირი ნახე”-ს დამფუძნებელია.

ეკა ზერაგია

– როგორ ფიქრობთ, რაშია თქვენი კომპანიის/საქმიანობის ის მახასიათებლები, რომლებიც გეხმარებათ წარმატების მიღწევასა და ხარისხიანი მომსახურების შექმნაში?

გარკვეულწილად თხილი და ჩირი ფუფუნების პროდუქტს წარმოადგენდა და ჩვენ დავამტკიცეთ საწინააღმდეგო. რამდენიმე ცდის შემდეგ დავამზადეთ ყველაზე ჯანსაღი თხილის და ჩირის სხვადასხვა სახეობის  მიქსი( სტუდენტური, ევროპული, ბავარიული, სამეფო, სმარტ მიქსი და სპორტ მიქსი) სადაც გამოვიყენეთ ისეთი ძვირადღირებული  პროდუქტი, როგორიც არის მაკადამია, პეკანი, კასტანია და ა.შ. თითოეულში ზუსტად დავსვით გემოვნური თვისებები . ფასი კი გავხადეთ ყველასთვის ბიუჯეტური.  ჩვენი მიზანი გამართლდა და დღეს უკვე  ათასობით  მისამართზე გვაქვს დარიგებული ჩვენი საფირმო მიქსები და გვყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი.

– რატომ ეს საქმიანობა?

ძალიან რთული კითხვა ))  ალბათ არც ქალისთვის შესაფერისი საქმიანობაა, თუმცა ძალიან მიყვარს სირთულეები და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მინდოდა დამტკიცება, რომ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბიზნესშიც სადაც უმეტესწილად მამაკაცები არიან ,შეიძლება მიაღწიო წარმატებას. შევისწავლე ყველა სახეობის თხილის და ჩირის სასარგებლო თვისებები და მათი გამოყენების ნორმები. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ამ საქმიანობაში პროფესიონალი ვარ.

ინფორმაციის სწორად მისაღებად სამი კომპონენტია საჭირო- გმირი, იდეა და კომპანიის გზა – შედეგამდე, ჩვენ ამ სამი კომპონენტის შემოვიფარგლოთ და ზუსტად გავიგით რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ამ კომპანიაზე.

– რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ ?

გვაქვს მთელ საქარველოში  სახლის კარამდე მიწოდების სერვისი, რაც დამატებით კომფორტს უქმნის  ჩვენს  მომხმარებელს. ასევე ემიგრანტებისთვის რამდენიმე თვეა ფოსტის საშუალებით დავამატეთ მიწოდების სერვისი ევროპასა და აშშ-ში.

-რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თქვენზე?

უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ პროდუქტის ხარისხს და ამასთანავე ვცილობთ მაქსიმალურად მისაღებ ფასებში შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას . გვაქვს მიზნად რამდენიმე სახეობის განსხვავებული პროდუქტის დამატება,  რაც აქამდე არ ყოფილა საქართველოს ბაზარზე.

“ხეირი ნახე” თხილის და ჩირის ონლაინ მაღაზიაა, რომელიც პანდემიის დროს დაფუძნდა. გახსნის პირველივე დღეებიდან საკმაოდ დიდი პოპულარობა მოვიპოვა და დღემდე წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.  მიზანი  სახელწოდებაშია- “ხეირი ნახე”  , ანუ მომხმარებელმა უნდა ხეირი ნახოს ყველაფერში, როცა მათ პროდუქციას შეიძენს. ესაა  უმაღლესი ხარისხი, ჯანსაღი პროდუქტი, მისაღები ფასი.

– რა სირთულეებია ამ საქმოანობაში და როგორ დაიძლევა?

პროდუქტის დეფიციტი და კადრების უკმარისობა, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი სირთულე რაც ჩვენს საქმიანობაში ჩნდება. მოხარული ვიქნები თუ რეგიონები , სადაც უხვად მოდის თხილის  და ხილის გარკვეული სახეობები, დაინტერესდებიან მსგავსი პროდუქტის მოყვანით და შემოვლენ საქართველოს ბაზარზე.ასევე  ვფიქრობ სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა მოხდეს  რამდენიმე განსხავვებული სახეობის თხილის მოყვანა მათ მიწებზე.

– რას ნიშნავს ამ ბიზნესში მაღალი სტანდარტი?

მაღალი სტანდარტი არ ნიშნავს მაღალფასიან შეფუთვებს, არც მომხმარებელთან შაბლონურ პასუხებს, არც ძვირად ღირებულ მარკეტინგს. მაღალი სტანდარტი არის ბედნიერი მომხმარებელი.

კომპანია, რომელმაც იცის, როგორ მოჰყვეს ისტორიები, ყოველთვის გამოირჩევა კონკურენტებისგან. როგორც წესი, ისტორიები უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ფაქტები და ციფრები. ამ შემთხვევაში ქალბატონი ეკას პატარა სენტიმენტალურ ამბავზე გავამახვილებთ ყურადღებას,  და მოკლედ გეტყვთ როგორია  გზა – ჰობიდან ბიზნესამდე .

– ჩემი ჰობი დღეს ჩემი ბიზნესია. გახსნის დღიდან ვინახავ კმაყოფილი მომხმარებლის გამოგზავნილ მესიჯებს სქრინად, მგონი მართლა ჰობად მექცა მათი შენახვა. ))

– არსებოს თუ არა წარმატების ფორმულა, თუ ეს მხოლოდ მითია?

არ არსებობს წარმატება წინაღობების გარეშე, არ არსებობს წარმატება დაცემის გარეშე. მიზანი, თავდაჯერებულობა და თავდაუზოგავი შრომა არის წარმატების ფორმულა.